დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის უკომპრომისო გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია „ნაციონალური მოძრაობის“ და საერთოდ ოპოზიციის ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე.
„ისედაც განელდა ინტერესი მისი პიროვნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილის სწორედ ეს განცხადებები და შეძახილები არის ის ფაქტორი, რომელმაც საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა ამ პარტიას, როგორც ოპოზიციურ და პოლიტიკურ ძალას. ეს ტენდენცია გაგრძელდება, ვინაიდან სააკაშვილი თავის პოზიციას არ შეიცვლის. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გამონათქვამები, მით უმეტეს კარგად იცის, რომ ამის რეალიზება საქართველოში შეუძლებელია. დესტაბილიზაცია არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც სააკაშვილი დღეს მოგვიწოდებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.