დღეს, 8 სექტემბერს, ესტონეთის საგრეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს წეროვანში მცხოვრებ დევნილებს მოინახულებს. შემდეგ, ესტონელი დიპლომატი შიდა ქართლში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლებს ეწვევა. ამის შემდეგ კი, 12:30 საათზე გორში, შიდა ქართლის გუბერნატორნთან, ზურაბ არსოშვილთან შეხვედრას გამართავს.
ურმას პაეტის საქართველოში ვიზიტს მცხეთაში სტუმრობით დაასრულებს.
ესტონელი დიპლომატი საქართველოს დღეს, 8 სექტემბერს, დატოვებს.
ცნობისთვის, ურმას პაეტი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვიდა და მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევრონტერაციის გზაზე.