ხვალ, 8 სექტემბერს, 13:00 საათზე სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი `ვესტის~ მიერ საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, ქალაქ სენაკში რუსთაველის ქუჩა #110, ახალი 15 საწოლიანი ევროპული სტანდარტების სამედიცინო ცენტრის მშენებლობას საზეიმოდ ჩაეყრება საფუძველი.
"ვესტის" სამედიცინო ცენტრში განთავსებული იქნება მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი, ამბულატორიული და სამშობიარო განყიფილებები, კეთილმოწყობილი პალატები 15 კაცზე.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძე დაესწრება.
საავადმყოფოს მშენებლობა 2011 წლის დეკემბერს დასრულდება.