სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება.
„კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ ამ სისულელეზე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე განცხადებით, როცა სამთავრობო ცვლილებების საჭიროება დადგება, საზოგადოებისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.
„როცა ამის საჭიროება და დრო დადგება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის”,- დასძინა კალაძემ.