გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე სტალინის ბიუსტი აიღეს, - იტყობინება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
მუნიციპალიტეტის გამგებლის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სტალინის ბიუსტი თბილისშია გაგზავნილი სარესტავრაციოდ.
"რესტავრირებულ ბიუსტს 10 დღეში ჩამოიტანენ გურჯაანში და ის დიდების მემორიალზე დაიდგმება", - აღნიშნა უტიაშვილმა.