აფხაზეთში " S-300" კომპლექსების განთავსება რეგიონში ძალების წონასწორობას არ არღვევს. ეს განცხადება რუსული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა დღეს პარიზში რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ეს სისტემა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაა და იგი რეგიონში ძალთა ბალანსს არ არღვევს. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ეს გვიხარია, მაგრამ ვერავითარ საფრთხესაც ამაში ვერ ვხედავთ", _ გააცხადა ბერნარ კუშნერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზელინმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებული აღნიშნული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, "იმ ნებისმიერ საფრენ აპარატს ჩამოაგდებენ რომლებიც აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს".