საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები დევნილების პრობლემის მოგავრებაზე იმუშავებენ. ეს დავალება გიორგი მელაძეს და შოთა მალასხიას პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ მისცა, რაც საკითხი ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ვიცე - სპიკერმა პაატა დავითაიამ დააყენა.
როგორც დავითაიამ აღნიშნა, აეროპორტის დასახლებაში 48 ა კორპუსში მცოხვრებ დევნილებს "თელასი" 2007 წლის ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას თხოვს და ამის გამო მათ ერთი თვეა დენი არ მიეწოდებათ. ამასთან, დავიათაიას თქმით, პრობელმად რჩება ამ კორპუსის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც. დავითაიას აზრით, ამ შემთხვევაში უხეშად ირღვვევა დევნილების უფლებები და ხელისუფელბას ამ პორბლემის გადაჭრა მოსთხოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი პრობლემაში გარკვევა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავჯდომარეს და ტერიტორიული მთლაინობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარეს დაავალა.