თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს.
იზორიამ ჟურნალისტებს თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
„მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – უთხრა იზორიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე.