ადვოკატი თეა თუთბერიძე განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება მიღწეულ არასრულწლოვანი პატიმრების შეწყალების კომისიისთვის წარდგენას სთხოვს.
როგორც თუთბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით გაიარა შვიდმა არასრულწლოვანმა პატიმარმა და ისინი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც მოხვდნენ.
თეა თუთბერიძე დიმიტრი შაშკინს მოუწოდებს აღნიშნული არასრულწლოვანი პატიმრები შეწყალების კომისიას წარუდგინოს, რათა მათ თავისუფლება მოიპოვონ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა მოახერხონ.
თუთბერიძის განმარტებით, შაშკინი ამას იმის გამო არ აკეთებს, რომ 7-დან ერთ-ერთი გიორგი ზერეკიძეა, რომელიც 4 წლის წინ სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ 7 წელი პატიმრობა მიუსაჯა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 8 სექტემბერს, 13:00 საათზე, თეა თუთბერიძე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ჭავჭავაძის გამზირი 17 ბ, ყოფილი სულხან-საბას მოპირდაპირე მხარეს, შესასვლელი არკაში ჭავჭავაძის 17-ში. ტელ: 893 266228.