საარჩევნო ადმინისტრაციის წესის შეცვლა და სამართლიანად მისი დაკომპლექტება გვინდა, მაგრამ ეს ჩვენ გვინდა 16 დეკემბრამდე, რა შუაშია 16 დეკემბერი? თუ ვინმეს უნდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას მიაბას ეს თემა, ეს არის ცუდის საქციელი, - განაცხადა პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.
მას მიაჩნია, რომ ამით აქტიურობა ეკარგება პოლიტიკურად ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საჭიროებაა.
განაცხადა, თუ ოპოზიციის მიზანი მართლაც სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნაა და არა ვითარების ხელოვნური ესკალაცია, ამ მოთხოვნების გარკვეულ თარიღებზე ჩამოკიდება ცუდი საქციელია.
“არსებობს ერთი ძალიან დიდი “მაგრამ”, რაც შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი მთელი ამ პროცესისთვის. ჩვენ გვინდა საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულის შემოღება, საარჩევნო ადმინისტრაციის წესის შეცვლა და სამართლიანად მისი დაკომპლექტება, მაგრამ ეს ჩვენ გვინდა 16 დეკემბრამდე, რა შუაშია 16 დეკემბერი? თუ ვინმეს უნდა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას მიაბას ეს თემა, ეს არის ცუდის საქციელი, ეს არ ემსახურება იმ იდეას, რაც დღეს სამართლიანად აქვს დროშად აფრიალებული ოპოზიციას. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ იდეას ხორცი შეესხას, მას არ უნდა მივატმასნოთ სხვადასხვა საკითხები. ამიტომ დავანებოთ თავი ამ საკითხის მიბმას სხვადასხვა საკითხებთან და თარიღებზე ჩამოკიდებას, პროცესების ხელოვნურად ესკალაციას. როცა დროში დათქმები კეთდება, ამით საუკეთესო იდეაც კი გაკოტრებულა. ეს არის არასწორი. ამას მალაპარაკებს ჩემი გამოცდილება”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.