2019 წლიდან საქართველოს პარლამენტი თბილისში გააგრძელებს საქმიანობას. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი იანვარში სესიებს აღარ გამართავს, რადგან მთელი თვე საორგანიზაციო-ლოგისტიკურ საქმიანობას დაეთმობა, ტექნიკის, აპარატისა და ავეჯის გადატანას დაეთმობა.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.