არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება, მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება,- ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.