საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება, - ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მერე მათი გადასააწყვეტი არის ვინ შეძლებს მობრძანებას", - განუცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.