ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, გამოხატა რა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მკაფიო სიგნალი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ი ისევ ერთგული რჩება NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.
„საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა რეფორმების განხორციელების გზაზე, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში და დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია უცვლელია,“ - განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეეხო, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და განაცხადა, რომ აშშ-ი მოხარულია არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებით, თუმცა შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით.
„აშშ-ი ყურადღებით დააკვირდება ახალი კონსტიტუციის აღსრულებას. მომავალი წლის დასაწყისი იქნება კი ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - დასძინა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.