გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში ყოფილი არსენალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, წლების წინ რადიოაქტიური ნივთიერებები იყო დამარხული.
"სვანეთის უბნის მოსახლეობამ თხოვნით მოგვმართა. მათ ჰქონდათ გარკვეული ეჭვი, რომ ხევში, სადაც წლების წინ რუსული ჯარი იდგა, რადიაციული დაბინძურების წყარო იყო. ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია დეტალურად შეისწავლეს და რამდენიმე რაიოაქტიური წყარო აღმოაჩინეს. დღესვე ეს ნარჩენები საცავში განთავსდება," _ განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მოსახლეობის თხოვნით, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა, სპეციალური აპარატურის საშუალებით, ტერიტორია შეამოწმეს და ღადიუმ 226 ნივთიერებით დამუშავებული ნარჩენი - რამდენიმე ასეული სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა.
სპეციალისტებმა ტერიტორია რადიოაქტიური ნარჩენებისგან გაწმინდეს და სპეციალურ უსაფრთხო საცავში გადაიტანეს.