პარლამენტის თავმჯდომარის მოადილე, ანზორ ბოლქვაძე ქედლების სათხილამურო ბაზისკენ მიმავალი 4.9 კმ-იანი გზის მშენებლობის პროცესს უმაღლეს შეფასებას აძლევს.
რკინა-ბეტონის გზა, რომელიც 5 მ. სიგანისაა და 20 სმ. სისქის რკინა-ბეტონით კეთდება, ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალს სოფ. ქედლებთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე 55 კაცი დასაქმდა.
"გზა ექსლუატაციაში ოქტომბრის შუა რიცხვებში შევა. იგი არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, არამედ აჭარის მაღალმთიანეთში ხელს შეუწყობს ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. როგორც ცნობილია, ქედლებში დიდი სათხილამურო ბაზა შენდება. ექსპერტების გათვლით, მიკროკლიმატი და მდებარეობა ქედლებში მსხვილი სამთო-სათხილამურო ცენტრის ფუნქციონირების პირობებს იძლევა", - აცხადებს ანზორ ბოლქვაძე.