2019 წლის ბიუჯეტის პროქტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება. მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9 მლნ 800 ათას ლარს შეადგენდა. მომავალ წელს ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.
ამასთან ერთად, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.
პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.