თიანეთის რაიონის სოფელ შარახევში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სოფელი რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი.
სტიქიის შედეგად სამი ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. შემთხვევის ადგილს დღეს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოინახულებენ.
დაზარალებული ოჯახები გამგეობამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სოფელთან დამკავშირებელი გზის აღდგენას სავარაუდოდ ორი კვირა დასჭირდება.