მეორე ტურში ადამიანებმა ხმა მისცეს მიხეილ სააკაშილის დაბრუნების პერსპექტივის წინააღმდეგ - განაცხადა ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თოქ-შოუში „ხალხის პოლიტიკა“
მისი თქმით, მას ამ საკითხზე ბევრი დავა ჰქონია, რადგან ადამიანებს ვისაც სალომე ზურაბიშვილი არ მოსწონს, მეორე ტურში მაინც მას მისცეს ხმა.
„ჩემს გარშემო, იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც „ოცნება“ არის სრულიად მიუღებელი, ხმა მისცეს „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს. მათთვის სალომეც მიუღებელია და ამაზე, ბევრი დავა გვქონდა. ერთადერთი გამართლება, რომ საფრთხეა მიშას დაბრუნება. მიშას მიუღებლობამ მიაცემინა ამ ხალხს ხმა სალომე ზურაბიშვილზე. ეს არის ნეგატივზე აგებული, რა თქმა უნდა. დასკვნას თუ ვაკეთებთ, სამომავლოდ რას ვაპირებთ. დღესვე რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები იმ კანონმდებლობით, რომელიც გვაქვს, ძალიან დიდი ალბათობაა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს იმან, ვისაც 60 პროცენტი აქვს“, - თქვა მასხარაშვილმა.