ვადამდელი არჩევნები საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს, გაისად, ამ დროს, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს კონსტიტუციით არის აკრძალული.
„კონსტიტუციის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს კონსტიტუციით არის აკრძალული. ანუ, ივნისამდე ვადამდელი არჩევნები, დღესვე რომ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, გამორიცხულია. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადავლასთან დაკავშირებით. ამასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს, გაისად ამ დროს. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური ძალა მოახერხებს მეტნაკლებად მომზადებას არჩევნებისთვის. ამ ერთი წლის განმავლოვაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.