საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის მისამართით განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძის სტანდარტების მხოლოდ მათ გუნდში არიან.
„მისი სტანდარტების მხოლოდ მათ გუნდში არიან და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ის ვამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის დისკუსიას გამორიცხავს.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.