უნდა გავიაროთ ყველა სხვა საკითხები, რაც ეხება მისი ადმინისტრაციიდან გადმობარებას, - ამის შესახებ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, "დღეს იქნება პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან, რომ განიხილონ ყველა ის საკითხი, რაც ეხება ტრანზიციას".
"არა მხოლოდ ინაუგურაცია პრეზიდენტთან არ უნდა გავიაროთ, უნდა გავიაროთ ყველა სხვა საკითხები, რაც ეხება მისი ადმინისტრაციიდან გადმობარებას ჩემს ადმინისტრაციაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილისა და არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა შედგება. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
გიორგი მარგველვილმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთის მზადყოფან გამოთქვა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ბათილად ცნობას ითხოვს.