გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს გიორგი მარგველაშვილს არა ახლად არჩეული პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მოქალაქეს შეხვდება.
"მე ვფიქრობ, დღეს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვდება საქართველოს მოქალაქეს", - განაცხადა ვაშაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრა შედგება. შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
გიორგი მარგველვილმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობისთის მზადყოფან გამოთქვა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მის ბათილად ცნობას ითხოვს.