თბილისის მერის, კახა კალაძის მუშაობის პირველივე წელი შთამბეჭდავია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ზუსტად იცის, რა სჭირდება ქალაქს.
„პირველივე წელი მერის მუშაობის არის შთამბეჭდავი. ასეთი მერი თბილისს არ ჰყოლია, ეს თამამად შეიძლება ითქვას. ზუსტად იცის რა სჭირდება ქალაქს თბილისის მერმა კახი კალაძემ. გულით აკეთებს თავის საქმეს და ამის შედეგია ის, რაც დღეს მოვისმინეთ. ეს იყო ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა კალაძემ ბიუჯეტის თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობაზე, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ყურადღება სამართლებრივ რეფორმებზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და თბილისის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.