არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს და ის მანდატი, რომელსაც ფლობს დღეს ხელისუფლება, მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლებით.
მისივე თქმით, ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.
„არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება მოითხოვს ცვლილებებს და ის მანდატი, რომელსაც ფლობს დღეს ხელისუფლება მას არ ეკუთვნის, ამიტომ აუცილებელია, ვიფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე, ოღონდ მანამდე სრულიად აუცილებელია არის, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, ამის გარეშე უბრალოდ ვხედავთ, რომ ტარდება უსამართლო არჩევნები“, - გააცხადა რატიანმა.