დავამთავრებთ ჩვენ ამ კრინიმალურ ხელისუფლებას საქართველოში, კანონიერი კონსტიტუციური გზით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.
„დავამთავრებთ ჩვენ ამ კრინიმალურ ხელისუფლებას საქართველოში, კანონიერი კონსტიტუციური გზით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ, დღეს. ძალიან გაბრაზებულები ვართ! იმიტომ არ იბრძოლა, სულგანათლებულმა ზვიადმა და მერაბ კოსტავამ, იმიტომ არ იბრძოლა მერე ყველა პატრიოტმა ქართველმა ამ დემოკრატიის შენახვისთვის, რომ ფარცხალაძემ მოგვპაროს და თავის სარდაფში ჩაიტანოს სახელმწიფო და დემოკრატია“, - განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა თაკო ჩარკვიანსა და მის ოჯახზე ქუთაისში განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალადობა ოპოზიციაზე მიმდინარეობდა არჩევნების წინ და კენჭისყრის დღესაც. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ქვეყანაში დაფიქსირდა, ის ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო თანამეგობრობას.
თბილისშ, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ.
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.