ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს თუ რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც "ძალა ერთობაშიას" აქცია მიმდინარეობს.
მისი თქმით, ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ქართველს ხალხს ეკუთვნოდეს ხმა და ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ხმა ვერ წაართვას მას.
"ჩვენ ვიბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს თუ რომელიმე კონკრეტულ დაჯგუფებას, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო იყოს სამართლებრივი სახელმწიფო. ვიბრძვით იმისთვის, საქრთველო იყოს დემოკრატიული. ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს ხმა და ეს ხმა რომ ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ წაართვას მას", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მართავს.
ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.