არ იყო ადეკვატური რეაგირება 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. ჩვენ მივიღებთ სხვა ცხელ წერტილებს თუ პრინციპული არ ვიქნებით, - განაცხადა BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტევიუში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„წარმოიდგინეთ, რუსეთი - რომლის კულტურა ჩვენ გვიყვარს, ხალხი ვისთანაც ვურთიერთობთ, ვინც ჩამოდის საქართველოში - აი, ეს ქვეყანა დავიდა იქამდე, ფაქტობრივად, არავის რუსეთთან ყოფნა. ყველამ ცდილობს გაიქცეს რუსეთისგან“,
ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპული და უნდა ვუპასუხოთ ყველა აგრესიულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან. ეს ეხება არა მარტო ქართველებს, უკრაინელებსა და მოლდოველებს, არამედ - იმ ქვეყნებსაც, რომელთა ტერიტორიაზეც, დღეს არ არსებობს კონფლიქტები. აი, არ იყო ადეკვატური რეაგირება 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. ჩვენ მივიღებთ სხვა ცხელ წერტილებს თუ პრინციპული არ ვიქნებით.
თუ აგრესიაზე არ რეაგირებ, ამით ახალისებ აგრესიას, შენ ამით მიიღებ იმ ფაქტს, ეს შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, რადგან თუ დღეს ამას არ შევაჩწერებთ, ხვალ ეს იქნება ნაწილი ჩვენი საერთო პრობლემის”, - განაცხადა მარგველაშვილმა.