რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში ქართულ დიპლომატიას მნიშვნელოვანიროლი უკავია.
"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენს მოღვაწეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება ქვეყანაში როგორც ინვესტიციების მოზიდვას ასევე არაღიარების პოლიტიკას და ამ მიმართულებებით ჩვენი დიპლომატიის მომზადების დონე იქნება განმსაზღვრელი", _ განაცხადა ამბასადორიალზე ელჩებთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას თემურ იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველ ელჩებთან შეხვედრაზე მისი უწყების მუშაობას გააცნობს და ასევე მოისმენს მათგან იმ საკითხებს რომლებიც ქართველი დიპლომატებისთვის არის საინტერესო.
სასტუმრო რედისონში ამ წუთებში ამბასადორიალი გრძელდება და მოხსენებით თემურ იაკობაშვილი გამოდის, რის შემდეგაც ელჩებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი შეხვდება.