დღეს, 7 სექტემბერს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, საზოგადოების წარმომადგენლები "ეროვნული ფორუმის" ლიდერებს შეხვდებიან და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის შესახებ მათ მოსაზრებებს მისმენენ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრები სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც გაიმართება.
შეხვედრა დღეს, "ჯაზუში" 16:00 საათზე დაიწყება.