კომპანია "თელასის" ქვესადგურში „ავშნიანი" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 7 სექტემბერს 11 საათიდან 15 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IIIა, IV, V, VI მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანბარელის, ქერჩის, ახმეტელის, სარაჯიშვილის, იპოლიტ-ივანოვის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს და სამხედრო პროკურატურას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.