კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქვესადგურში „ზაჰესი-35" სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 7 სექტემბერს 12 საათიდან 18 საათამდე სს „თელასის" მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გლდანის რაიონის ანდრონიკაშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ზაჰესის, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს და ავჭალის შრომა-გასწორებით კოლონიებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.