სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობისთვის გორში, მოსკოვის ქუჩა, ზონა 66-ში, ორი 14 ბინიანი ახალი სახლი აშენდა. დღეს, 7 სექტემბერს, 10:00 სათზე სოციალური საცხოვრებლების გახსნის ცერემონიალს მინისტრები რამაზ ნიკოლაიშვილი, კობა სუბელიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და აშშ-ს და იტალიის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტის მიზანია შეიქმნას ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც მოხდება ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და ინტეგრაციის სტიმულირება; სოციალური სახლები მუნიციპალიტეტის საკუთრება იქნება და მოსახლეობას სარგებლობის უფლებით გადაეცემა.
მსგავსი სოციალური სახლების მშენებლობა დაგეგმილია თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა 3,793,000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფილი იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩართული იყო პროექტის შემუშავებაში, გარდა ამისა, კოორდინაციას უწევდა და უზრუნველყოფდა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გუბერნატორების ადმინისტრაციების ჩართულობას პროექტში