დღეს, 7 სექტქმბერს, 13:00 საათზე, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი თბილისის საკრებულოში შეხვედრას გამართავს 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, 8 წლის შემდეგაც ამ ადამიანების ნაწილი ვერ ახერხებს სტაბილური საცხოვრებლის საკუთრებად ქცევას. მათი პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ მრავალმხრივია, მათ შორის უგულისყურობა და მრავალ სამართლებრივი ნორმისა და დებულების უგულებელყოფა.
ზაფხულის განმავლობაში რესპუბლიკური პარტია ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებდა და ამჟამად აქტიურ მოქმედებას იწყებს მოსახლეობის ამ ნაწილისთვის პრობლემების მოგვარების გზაზე.