გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“   ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში,  არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2030 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს.     მონტაჟდება ახალი, რკინა-ბეტონის ფილები;   ეწყობა მაგისტრალური არხის   ჩამქრობი ჭა და ბერმები.   
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15  სოფელს (წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ერედა, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანსა და ვარდისუბანს) ემსახურება.
სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.
ბოლო 6 წლის განმავლობაში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 13 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, დამატებით წყალუზრუნველყოფილია  4 660 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 1 600 ჰექტარზე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი შეადგენს  3 400 ჰექტარს.