მეცნიერებათა აკადემიის წევრები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს პარტიული თანამდებობა არ უნდა ეკავოს. ამის შესახებ განცხადებები დღეს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც საკონსტიტუცო კომისიის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი მეცნიერებათა აკადემიის წევრებს გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონსტიტუციითაც და საკონსტიტუციო პროექტის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება აქვს ეკავოს პარტიული თანამდებობა.
აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის განცხადებით, კი ეს არ არის სამართლიანი მიდგომა, ვინაიდან პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის არბიტრი.
შესაბამისად მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის თანახმად არჩეულ პრეზიდენტს თანამდებობის დაკავების შემდეგ პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება აღარ ექნება და თუ მანამდე იყო რომელიმე პარტიის წევრი მან პარტია უნდა დატოვოს. ხეცურიანის ამ მოთხოვნას საკონსტიტუციო კომისიის წევრები არ იზიარებენ, რადგან პარლამენტარ პავლე კუბალშვილის განმარტებით, ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვინაიდან ჩანაწერი იქნება ფორმალური.