მარსს ზოგჯერ წითელ პლანეტასაც ეძახიან, რადგან მისი მთლიანი ზედაპირი რკინის ჟანგეულითაა დაფარული.თავისი მრავალი მახასიათებლებით მარსი დედამიწის მსგავსია. პლანეტაზე 25 საათიანი დღე-ღამეა. ზედაპირი ვულკანებითა და დაბლობებითაა დაფარული, ხოლო პოლუსებზე მდებარე ყინული სეზონის მიხედვით იზრდება და მცირდება. მთა ოლიმპი – ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში. მისი სიმაღლე 28 კმ-ია, ზედაპირზე არსებული მშრალი და კლაკნილი ხეობები იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც მდინარეები მიედინებოდა. მილიარდობით წლის წინ მარსსაც ჰქონდა ატმოსფერო, რომელსაც სიცოცხლის უზრუნველყოფა შეეძლო. დროთა განმავლობაში ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა. დღეს მარსი ყინულოვანი უდაბნოა. აქ ზამთარში ტემპერატურა -120-მდე ეცემა, ზაფხულში 0 c-დან 30 c- მდე მერყეობს.
ფოტოები Nasa-ს სხვადახვა კოსმოსური მისიების მიერაა გადაღებული. გთავაზობთ ნასას "კურიოსიტი როვერის" მიერ გადაღებულ ფოტოებს:
nasa.gov