სასაცილოა და დაცინვაა, როდესაც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს სტიპენდია 200 ლარი აქვს, და ამავდროულად მინისტრები და მის მოადგილეები მდიდრდებიან, - განაცხადა სპორტსმენმა ბესიკ ლალიაშვილმაგაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და პარაოლიმპიური სპორტის წარმომადგენლებდან გამართულ შეხვედრაზე.
„ბატონი გრიგოლი გვესაუბრა ბევრ პრობლემაზე, მოგვისმინა, ჩვენს მთავრობასაც, რომ მოესმინა ჩვენთვის არც ეგ იქნებოდა ცუდი. პირადად მე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს თვეში სტიპენდია მაქვს 200 ლარი. მემგონი სასაცილოა და დაცინვაა, როდესაც კიდევ ვიმეორებ, მინისტრები მდიდრდებიან, მისი მოადგილეები მდიდრდებიან, ანუ სპორტსმენებს დაფინანსება გვაკლდება და ემატებათ მინისტრებს - ეს ყოვლად დაუშვებელია,“ - აცხადებს პარასპორტსმენი ბესიკ ლეკიაშვილი.
ბესო ლეკიაშვილი ყოფილი მოჭიდავეა, 1989 წელს ფეხზე ტრავმა მიიღო და ჭიდაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბესო მსოფლიოს ჩემპიონია პარამკლავჭიდში.“ოქროს დათვი” ი მაშინ აიღო, როდესაც შეჯიბრებები გაყოფილი არ იყო და პარასპორტსმენები ცალკე შეჯიბრებებზე არ გამოდიოდნენ.