საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი ოფიცრის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული გამო.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ქართველი ოფიცრის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და ქართველ ხალხს.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული. ასევე ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა 31-ე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტის შედეგად ქართველმა ჯარისკაცმა ორივე ქვედა კიდური დაკარგა.