ბრიტანეთის მთავრობის კაბინეტის წევრები თანამდებობებს ტოვებენ. BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის თანამდებობები დატოვეს ბრექსიტის საკითხების მდივანმა დომინიკ რააბმა, შრომის და საპენსიო საკითხთა მდივანმა ესტერ მაკვეიმ და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრმა შაილეშ ვარამ. როგორც BBC-ი აცხადებს მინისტრების მიერ თანამდებობების დაკავება ბრექსიტის შეთანხმებით დოკუმენტთან დაკავშირებულ უთანხმოებას უკავშირდება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროექტს მხარი დაუჭირა.
ბრექსიტთან დაკავშირებით ევოკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.