ბრექსიტთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები ოფიციალურად გააფორმებენ შეთანხმების მიღწევას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
"ბრექსიტი ორივე მხარისთვის წამგებიანია, თუმცა მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.
უკვე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროექტს მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.