"ქრისტიან-დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და მუხრან შუკვანის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სპეციალურ განცხადებაში გამოთქვამს იმედს, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი ჯარისკაცის, ალექსანდრე გითოლენდიას გადასარჩენად.
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ამავე ბატალიონის კაპრალმა, 25 წლის ალექსანდრე გითოლენდიამ აფეთქებისას ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.