დღეს, 6 სექტემბერს, 19:00 საათზე, "შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი", საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და ებრაული სააგენტო "ისრაელისთვის" ორგანიზატორობით, ისრაელის კვირეულის დასკვნით საღამოს უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოში ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ოფიციალური აქტივობის 20 წლის იუბილესადმია მიძღვნილი.
გალაკონცერტზე ცნობილი მომღერლები - ია ჩანტლაძე, სოფო ნიჟარაძე, სოფო ხალვაში, ისრაელიდან მიშელი, ლიორა - ცნობილ ებრაულ სიმღერებს შეასრულებენ. საღამოს დაესწრება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობა და ისრაელის სამთავრობო დელეგაცია მინისტრის, სოფა ლანდვერის ხელმძღვანელობით.