დღეს, 6 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერები იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1015 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება .
დაჯილდოების ცერემონიალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხვალ 12 საათზე გაიმართება.