აშშ-ის მთელი საელჩო დამწუხრებულია და თანაუგრძნობს უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის ოჯახსა და ქართველ ხალხს ავღანეთში დღეს განცდილი მძიმე დანაკარგის გამო.
უფროსი ლეიტენანტი შუკვანი სამაგალითოდ მეთაურობდა თავის ასეულს და გვერდში ედგა ავღანელ ხალს შიშისა და ჩაგვრისაგან თავისუფალი მომავლის მშენებლობაში. ვგლოვობთ მის გარდაცვალებას და პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის თანამებრძოლთა თავდადებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალებსა და ქართველი ხალხს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში, რომელიც ჩვენი საერთო ამოცანების განხორციელებას ემსახურება. აშშ დიდად აფასებს საქართველოს როლს, აგრეთვე მსხვერპლს, რომელიც ამ როლს ახლავს.
პატივს მივაგებთ უფროს ლეიტენანტ შუკვანის ხსოვნას და ძალღონეს არ დავიშურებთ მშვიდობიანი და სტაბილური ავღანეთის ასაშენებლად.