დევნილი ბავშვები დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიას ინციატივით , დასასვენებლად კვარიათში გაემგზავრნენ. ბავშვები ბარამიამ თბილისიდან პირადად გააცილა.
აქციის ფარგლებში, აჭარაში 25 დევნილი ბავშვი გაემგზავრა. მათ შორის, 10 სოფელ ფოცხო-ეწერიდან, ხოლო 15 კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან შეირჩა.
"ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურსები და ისინი კვარიათში, სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, მიმდინარე ზაფხულს, უკვე 300-მა დევნილმა ბავშვმა როგორც საქართველოს, ასევე, საბერძნეთის კურორტებზე დაისვენეს.