მცხეთის ტყეში ხანძრის ლოკალიზებულია და მისი ლიკიდირება დღის ბოლომდე მოხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვანო ჯანუყაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ძალები და ავაიციაც ჩაერთო და ამ ეტპზე შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ფაქტიურად ლოკლიზებულია.
ჯანუყაშვილის განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ დაუდევრობით გაჩნდა, თუმცა განიხილება მეორე ვერსიაც, კერძოდ კი ხანძრი შეიძლება მინის ნამსხვრევების გადახურებასაც გამოეწვია.
ადგილზე გარემოს დაცვის ინსპექციის და სატყეო დეპარტმანტის წარმომადგენლებითან ერთად საპატრულო პოლიციაც იმყოფება. ღამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე სატყეო დეპარტამენტის უფროსი პაპუნა ხაჩიძეც ჩავა. ხანძარი მცხეთის სასაფლოს ტერიტორიაზე გაჩნდა, რის შემდეგაც ტყის მასივზე გავრცელდა.