მცხეთის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძარი ტყის მასივს მოედო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ხანძარი საფლავების საკმაოდ დიდ ფართობზე იყო მოდებული, რის შემდეგაც ტყის მასივზე გადავიდა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო მანქანაა გასული. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.