მეტროპოლიტენის მუშაობა სრულად დაახლოებით 20 წუთში აღდგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ელექტრო სისტემაში განუცხადეს.
მათი განამარტებით, მეტროპოლიტენის პარალიზება ქსანის ტერიტორიაზე არსებულ ნაგვასაყრელზე გაჩენილი ხანძრის მიერ ქსნის ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.
ამასთან, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მეტროპოლიტენში განუცხადეს ამ ეტაპზე დიდუბის მეტროდან მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" ჩათვლით სადგურებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, რის გამოც აღნიშნული სადგურები დროებით დაიკეტა.
გვირაბში დარჩენილი მგზავრების გამოყვანა კი შიდა კვების წყაროს საშუალებით მოხერხდა. დანარჩენ მეტროპოლიტენის დანარჩენ სადგურებში გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.