პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გია თორთლაძე ჰიმალაის ერთ-ერთ მწვერვალზე საქართველოს სახელმწიფო დროშას წარწერით - "საქართველო ოკუპაციის გარეშე" აღმართავს. ამის შესახებ თორთლაძემ ექსპედიციაში გამგზავრებამდე განაცხადა.
ექსპედიცია, რომლის ინიციატორი ქართველი დეპუტატია, მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ჰიმალაის მთებში 8201 მეტრის სიმაღლეზე ასვლას გეგმავს.
~ექსპედიცია საქართველოს დეოკუპაციას ეძღვნება.Mმისი მიზანია, რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის შესახებ მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელება~, - განაცხადა თორთლძემ.
მისი თქმით, ექსპედიცია ჰიმალაიში ერთი თვე გაგრძელდება.